|
2007.02.19 ქათმის გრიპი >>
მოსკოვში ფრინველის გრიპის შემთხვევა გამოვლინდა
მოსკოვის ხუთ გარეუბანში გამოვლენილი ფრინველის გრიპის შემთხვევები ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათოა. ამის შესახებ დღეს რუსეთის ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლაო ვლასოვმა განაცხადა.
დახოცილ ფრინველზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მოსკოვის ხუთივე გარეუბანში დაავადებულ ფრინველს H5N1 ვირუსის აზიური ტიპი აღმოაჩნდა. ეს ვირუსის ის სახეობაა, რომელიც გასულ წელს აზერბაიჯანში დაფიქსირდა. სპეციალისტები ამჟამად იმის დადგენას ცდილობენ, თუ საიდან გავრცელდა რუსეთის ტერიტორიაზე ფრინველის გრიპი. განიხილება სამი ვარიანტი: კავკასიის, აზიისა და ბალკანეთის ქვეყნები.
ამ დრომდე მოსკოვის გარეუბნებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს და კარანტინია გამოცხადებული. შემოწმების მიზნით დაიკეტა მოსკოვის ფრინველის ბაზრობაც, საიდანაც ვირუსის გავრცელება მოხდა.
www.imedinews.ge
|