ქართულად: 
 English Version Russian Version Georgian Version
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2007.02.19 ქათმის გრიპი >>

ქათმის გრიპის კიდევ ერთი ახალი კერა რუსეთში

კრასნოდარის მხარეში 3 000 -ზე მეტი მკვდარი გარეული ფრინველი იპოვნეს. რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს განცხადებით, დახოცილი ფრინველი, ქალაქ ანაპის მახლობლად, მდინარის სანაპიროებზე აღმოაჩინეს. მკვდარი ფრინველი უკვე გაანადგურეს. ანალიზმა საშიში ვირუსის შტამები გამოავლინა. თუმცა, საბოლოო შედეგები 26 თებერვალს გახდება ცნობილი.
დღესვე ოფიციალურად გაირკვევა, ფრინველის გრიპის რა სახესხვაობა აღმოაჩნდა გუშინ, მოსკოვის გარეუბანში ინფიცირებულ ფრინველს. H5N1 ვირუსით დასნებოვანებული შინაური ფრინველი მოსკოვის საკოლმეურნეო ბაზარზე შეიძინეს.
ამ დროისათვის რუსეთის დედაქალაქის მიმდებარე დასახლებების ფერმებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს და კარანტინია გამოცხადებული.


www.gpb.ge 

 
 
 
 
!!! ყურადღება !!!