ქართულად: 
 English Version Russian Version Georgian Version
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2007.02.19 ახალი ამბები >>

სოციალურად დაუცველი ოჯახების რიცხვი იზრდება

სოციალურად დაუცველი ოჯახების საიდენტიფიკაციო პროგრამას მიმდინარე წლიდან 700 ოჯახი დაემატა.
როგორც თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა აღნიშნულ პროგრამაში მოხვედრილი ოჯახებისთვის საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემა დასრულდა, თუმცა მასში ახალი წევრების რეგისტრაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.
საიდენტიფიკაციო ბარათების დარიგების დროს 300 გარდაცვლილი და მისამართშეცვლილი პირიც აღმოჩნდა. პროგრამაში მოსახვედრად მსურველებმა მერიის "ცხელ ხაზზე" უნდა დარეკონ. მარტის შემდეგ რეგისტრირებული ოჯახები დახმარებას იმ თვიდან მიიღებენ.


“საქართველოს რესპუბლიკა” 17.02.2007

 
 
 
 
!!! ყურადღება !!!