|
2006.02.10 ყურადღება >>
ქრონიკული დაავადებები - გლობალური პრობლემა
ქრონიკული არაინფექციური (არაგადამდები) დაავადებების სწრაფი ზრდა ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით გლობალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მსოფლიოში ქრონიკული დაავადებებით ავადობა შეადგენს თითქმის ერთ მესამედს საერთო ავადობისა. აი ის 10 პუნქტი, რომელიც მოწოდებულია ჯანმო-ს მიერ ქრონიკული დაავადებების შესახებ:
1. მსოფლიოში ქრონიკული დაავადებებით სიკვდილიანობა შეადგენს საერთო სიკვდილიანობის 60%-ს ;
2. ქრონიკული დაავადებების შედეგად განვითარებული სიკვდილიანობის 80% მოდის საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებზე;
3. ქრონიკული დაავადებების გამო განვითარებული სიკვდილიანობის თითქმის ნახევარი მოდის 70 წლამდე ასაკის ადამიანებზე;
4. მთელს მსოფლიოში ქრონიკული დაავადებები თითქმის ერთნაირად აზიანებს როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს;
5. ქრონიკული დაავადებების განვითარების ძირითად რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს კვების არასწორი რაციონი, ჰიპოდინამია და თამბაქოს მოხმარება;
6. თუკი არ იქნება მიღებული შესაბამისი ღონისძიებები, ამ წელიწადში ქრონიკული დაავადებებით 17 მლნ ადამიანის გარდაცვალებაა მოსალოდნელი;
7. მსოფლიოში ერთი მილიარდი ჭარბი წონის მქონე ადამიანია. შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის პირობებში, 2015 წლისათვის მათი რიცხვი 1,5 მლრდ-ს გადააჭარბებს;
8. 5 წლამდე ასაკის 22 მლნ ბავშვს აღენიშნება ჭარბი წონა;
9. თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად, სულ მცირე, 5 მლნ ადამიანის სიკვდილს განაპირობებს;
10. ქრონიკული დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორების თავიდან აცილების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება თავიდან იქნას აცილებული გულის დაავადებების, ინსულტის და მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევათა 80%, ასევე სიმსივნური დავადებების 40%.
www.who.int/chp/en/
|