ქართულად: 
 English Version Russian Version Georgian Version
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2005.12.27 ყურადღება >>

უხარისხო ბენზინის მავნებლობა

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში აწარმოებს მედიაკამპანიას "ლეგალური ნავთობპროდუქტების შესყიდვის უპირატესობების თაობაზე". შეიქმნა სატელევიზიო რგოლები, ამას გარდა, გავრცელდა 300 000 ბროშურა, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობაზე და გარემოზე უხარისხო ნავთობის მავნე ზეგავლენას ასახავს. საზოგადოების გათვითცნობიერების კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმ ზიანის შესახებ, რომელიც თან ახლავს უხარისხო ნავთობპროდუქტების გამოყენებას:
• საწვავში ბენზოლის მაღალი შემცველობა იწვევს კიბოს დაავადებებს;
• საქართველოში გაყიდვაში არსებული უხარისხო საწვავი შეიცავს ბენზოლის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს: 5%;
• ევროპაში საწვავში ბენზოლის შემცველობა არ აღემატება 1%-ს;
• ავტომანქანის მიერ ბენზინის ხმარებისას ჰაერში გამოიყოფა CO და SO2. ორივე ნივთიერება იწვევს კიბოს და ამწვავებს ფილტვის სხვა დაავადებებს;
• საწვავში ტყვიის შემცველობა იწვევს გონებრივ ჩამორჩენილობას ბავშვებში და ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ამგვარი საწვავი აკრძალულია;
• საქართველომ ოფიციალურად აკრძალა ტყვიის შემცველობა ბენზინში, თუმცა თქვენ კვლავ შეხვდებით ტყვიის შემცველ საწვავს;
• ჰაერი თბილისში, მტვრის ნაწილაკების და SO2-ის შემცველობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაშვებულ ნორმებს სამჯერ აღემატება.
ამერიკის სავაჭრო პალატა მოსახლეობას მოუწოდებს აირჩიონ ხარისხიანი ნავთობპროდუქტები, ვინაიდან ისინი უკეთესია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, გარემოსა და ავტომობილებისთვის.


ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში 

 
 
 
 
!!! ყურადღება !!!