საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის

 ეროვნული პოლიტიკა

1999 წელი

 

1. შესავალი

2. ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტები

2.1. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება

2.2. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ავადობისა და  სიკვდილობის შემცირება

2.3. ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის, გამოვლინებისა და მკურნალობის გაუმჯობესება

2.4. ტრავმატიზმის შემცირება

2.5. გადამდები და სოციალურად საშიში დაავადებების შემცირება

2.6. ფსიქიკური ჯანმრთელობა

2.7. ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება

2.8. ადამიანის ჯანმრთელობისათვის  უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრობლემის გადაჭრა

3. ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის მიზნები

4. ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა

4.1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სამართლებრივი და ეთიკური რეგულაცია

4.2. ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება

4.3. საზოგადოებრივი ჯანდაცვა

 

4.3.1. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება

4.3.2. დაავადებათა კონტროლი და პროფილაქტიკ

4.4. გენეტიკური ჯანმრთელობა

4.5. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა

 

4.5.1. ჯანსაღი ფიზიკური და სოციალური გარემო პირობების შექმნა

4.5.2. ატმოსფერული ჰაერი

4.5.3. სასმელი და ჩამდინარე წყლები

4.5.4. კვების პოლიტიკა

4.5.5. მყარი ნარჩენები

4.5.6. მაიონებელი გამოსხივება

4.5.7. არამაიონებელი გამოსხივება

4.5.8. ჯანსაღი საწარმოო გარემოს შექმნა

4.6. ბუნებრივი კატასტროფებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა

4.7. საომარ მოქმედებათა შემთხვევებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა

4.8. რადიაციული და ქიმიური კატასტროფების შემთხვევებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა

4.9. სამკურნალო მედიცინის განვითარება

 

4.9.1. სამედიცინო მომსახურებისადმი თანასწორუფლებიანობა

4.9.2. სამედიცინო მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობა

4.9.3. ფინანსური ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებისადმი

4.10. სამედიცინო რეაბილიტაციის განვითარება

4.11. წამალთპოლიტიკა

4.12. სამედიცინო მომსახურების ხარისხი

 

4.12.1. ხარისხის გაუმჯობესება

4.12.2. სამედიცინო განათლების სისტემის განვითარება

4.12.3. მედიცინის მეცნიერებათა განვითარება

4.12.4. ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემის სრულყოფა

4.12.5. სამედიცინო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება

5. ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკის განხორციელების პროცესის მართვა და კოორდინაცი

   

 

 

 

 

 

 

 

1. შესავალი

 

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების დონე, როგორც წესი, ადეკვატურად ასახავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ადამიანთა ცხოვრების დონის ამაღლების გლობალური მიზნებისა და ფასეულობების განსაზღვრა მთელი ერის პრეროგატივაა. ამიტომ აუცილებელია, რომ სახელმწიფოებრივი მიზნები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში:

Ø      გამომდინარეობდეს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობიდან;

Ø      იყოს უმნიშვნელოვანესი მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის;

Ø      შეესაბამებოდეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას;

Ø      ასახავდეს ეთნიკურ სპეციფიკურობასა და გამოცდილებას;

Ø      იყოს თავისუფალი იდეოლოგიისაგან;

Ø      ასახავდეს ქვეყნის საერთაშორისო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებას;

Ø      იყოს მეცნიერულად დასაბუთებული.

დღეისათვის მსოფლიოში ძნელი მოსაძებნია ისეთი ქვეყნები, რომელთა მთავრობებიც არ ახორციელებდნენ ჯანმრთელობის დაცვის რეფორმებს. ამასთან დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესების განუწყვეტელი გაძვირება, რომლის მიზეზია მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება, ზრდის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო ვალდებულებებს და ართულებს მათ შესრულებას. ეს განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო ცდილობს დაამყაროს ბალანსი, ერთი მხრივ, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო, ცივილიზებული პრინციპების - ხელმისაწვდომობის, თანასწორობისა და სოციალური  მხარდაჭერის მორალურ ვალდებულებასა და, მეორე მხრივ, დანახარჯთა შემცირების აუცილებლობის ფინანსურ ვალდებულებას შორის.

განვითარებული ქვეყნების უმეტესობასა და განვითარებადი ქვეყნების ნაწილს უკვე შემუშავებული აქვთ და ისინი პერიოდულად ანახლებენ ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც თითოეული ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემათა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოში მიმდინარე ჯანმრთელობის დაცვის რეფორმირების პროცესში უმნიშვნელოვანესი ამოცანაა არსებობდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელშიც განსაზღვრულ იქნება გრძელვადიანი პერსპექტივის მიზნები და აგრეთვე ერის ჯანმრთელობის პრობლემათა ძირითადი პრიორიტეტები.

ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის ხელისუფლებისა და პოლიტიკური ძალების შეთანხმებას დეკლარირებულ მიდგომებსა და სტრატეგიებზე მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების და განმტკიცების ძირითად მიმართულებათა შესახებ უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში.

დღეს, როდესაც საქართველოში შენდება ახალი დემოკრატიული საზოგადოება, ხოლო სახელმწიფო პრიორიტეტად აღიარებულია პოლიტიკის ზნეობრიობა და ყოველივე ახლის შენებაში სოციალური ორიენტაცია, საჭიროა უწინარესად წარმოჩინდეს ჯანმრთელობის დაცვის უმნიშვნელოვანესი როლი. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ამოცანა – ჩამოყალიბდეს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკა, რომლის მიზანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და არა მხოლოდ საუკეთესო ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების არსებობა.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმა, რომლის კონცეფცია მომზადდა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და სტაბილიზაციის პროცესში და შევიდა საქართველოს პრეზიდენტის პროგრამაში - «ახალი დემოკრატიული საქართველოსათვის», წარმოადგენდა  რეფორმისტული გარდაქმნების ორგანულ შემადგენელ ნაწილს და ეფუძნებოდა ამ უკანასკნელის მიზნებსა და ამოცანებს - მინიმალური დანაკარგებითა და მაქსიმალურად მოკლე დროში დემოკრატიული საზოგადოების აშენება და შესაბამის ურთიერთობათა დამკვიდრება. 

საზოგადოების განვითარების ისეთი ასპექტები, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება, სოციალური განვითარება ან ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ხშირად განიხილება განცალკევებით, მაგრამ თითოეული მათგანი მოქმედია და წარმოადგენს ერთსა და იმავე მთელის ნაწილს. ამასთან არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს პროგრესს, მაშინ, როდესაც ჯანმრთელობისათვის ზრუნვა, როგორც ადამიანის განვითარების აუცილებელი ასპექტი, გულისხმობს საზოგადოებრივ პროგრესს. ამ თვალსაზრისით ჯანმრთელობის დაცვა არ განიხილება როგორც მხოლოდ სამედიცინო მომსახურება. მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების დარგში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, უსაფრთხო კვების პროდუქტებითა და სასმელი წყლით უზრუნველყოფას, გააზრებული დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსახლეობის აღზრდას და წრთვნას პირველადი სამედიცინო ცოდნის და ჩვევების მისაღებად, სოციალური სტრესების მოხსნას. მით უმეტეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე უდიდეს ზემოქმედებას ახდენს ცხოვრების წესი და პირობები (48-50%), გარემო (20-22%) და გენეტიკური ფაქტორები (18-20%), ჯანმრთელობის დაცვის წილი კი მხოლოდ 12-14%-ს შეადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკის - «ჯანმრთელობა ყველასათვის» თანახმად გაჯანსაღება, დაავადებათა პროფილაქტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ინვალიდების მოვლა მუდმივად განვითარებადი სტრატეგიის ძირითადი ელემენტებია. ამ სტრატეგიის მიხედვითაც ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზანია თითოეულ ადამიანს მიეცეს გარანტია, რომ დაცულ იქნება მისი ჯანმრთელობის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების, ავადმყოფობისა და ტრავმებისაგან ეფექტიანი დაცვის უფლებები.

საქართველო იმყოფება განვითარების გარდამავალ პერიოდში, რაც გულისხმობს ცენტრალური მართული ეკონომიკიდან საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით ორგანიზებულ ეკონომიკაზე გადასვლას. მეტ წილ ქვეყნებში ამ დროს აღინიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებელთა მნიშვნელოვანი გაუარესება. საქართველო, პოსტსოციალისტური ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად, დაავადებათა სტრუქტურის მხრივ განიცდის ორი სახის ზეწოლას, რაც დამახასიათებელია როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ქვეყნებისათვის. კერძოდ, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კარდიო-ვასკულური, ონკოლოგიური დაავადებები, უბედური შემთხვევები და ამავე დროს ფართოდ არის გავრცელებული სხვადასხვა ინფექციური დაავადებები.

ჯანმრთელობის დაცვის XXI საუკუნის მოდელი უნდა ეყრდნობოდეს სამართლიანობის, ხელმისაწვდომობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ამასთან მოსახლეობის ჯანმრთელობას აფასებდეს არა მხოლოდ ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილობის მაჩვენებლებით, არამედ პიროვნების, ოჯახისა და მთლიანად საზოგადოების სოციალური, ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობითაც. ამ მიზნის მისაღწევად გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევრობიუროს მიერ «ჯანმრთელობა ყველასათვის» სტრატეგიის ჩამოყალიბება და იმ მაჩვენებელთა შემუშავება, რომლებიც განსაზღვრავს ცალკეულ სახელმწიფოთა მიღწევებს.  თავიდანვე გამოიყო ამოცანათა ოთხი ძირითადი ჯგუფი:

Ø      ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა;

Ø      მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორები;

Ø      ჯანმრთელობის დაცვის სისტემათა რეფორმირება;

Ø      ცვლილებათა განხორციელებისათვის აუცილებელი პოლიტიკური, მმართველობითი და ტექნოლოგიური ძალების მობილიზება.

ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების შერჩევა და სტრატეგიების ჩამოყალიბება უნდა ეფუძნებოდეს ისეთ ფუნდამენტურ ფასეულობებსა და პრინციპებს, როგორიც არის:

Ø      ჯანმრთელობა, როგორც საზოგადოების სოციალური  განვითარების მთავარი მიზანი;

Ø      თანასწორუფლებიანობა და სოლიდარობა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში;

Ø      პიროვნებაზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარება;

Ø      მეცნიერული დასაბუთება, გულისხმიერება და ანგარიშგება, როგორც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შესამუშავებელ და განსახორციელებელ ღონისძიებათა ეთიკური საფუძველი;

Ø      ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიათა მდგრადობა.

ჯანმრთელობის დაცვის განვითარების სტრატეგიის მთავარი მიზანია ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის, ავადობისა და ტრავმატიზმის პროფილაქტიკისათვის, ამასთან ავადმყოფთა მომსახურების საუკეთესო შესაძლებლობებით. ეს თავის მხრივ გულისხმობს საქმიანობის სამ ძირითად სახეობას:

Ø      ავადობისა და ტრავმების თავიდან აცილებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის გამიზნული ღონისძიებანი;

Ø      ავადმყოფებისა და ტრავმირებულებისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;

Ø      ჯანმრთელობის დაცვის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების რესურსების მობილიზების ახალი მექანიზმის ჩამოყალიბება.

80-იანი წლებიდან დაწყებული «ჯანმრთელობა ყველასათვის» პოლიტიკის განვითარების შედეგად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა წევრ‑სახელმწიფოებს საკუთარი ამოცანების ჩამოყალიბებისას დაეყრდნონ «დღევანდელი დღის რეალობას და ოცნებას ხვალინდელ დღეზე».

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული ამჟამინდელი მიზანია «ჯანმრთელობა-21 – 21 ამოცანა ოცდამეერთე საუკუნისათვის». ამ მუდმივად არსებული მიზნის მიღწევა გულისხმობს ყველა ადამიანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის პოტენციალის სრულ რეალიზაციას. ეს შესაძლებელია  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეთიკურ საფუძვლად სამი ძირითადი ფასეულობა იქნება მიღებული. ესენია:

Ø      ჯანმრთელობა, როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლება;

Ø      სამართლიანობა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში და ქვეყნების, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებისა და ორივე სქესის წარმომადგენლების ქმედითი სოლიდარობა;

Ø      ცალკეული პიროვნებების, ადამიანთა ჯგუფების, თემების, დაწესებულებებისა და სხვადასხვა დარგების პასუხისმგებლობა და მონაწილეობა ჯანდაცვით საქმიანობაში.

ოცდამეერთე საუკუნის სტრატეგიის თანახმად გაჯანსაღება, დაავადებათა პროფილაქტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ინვალიდების მოვლა მუდმივად განვითარებადი «ჯანმრთელობა ყველასათვის» სტრატეგიის ძირითადი შემადგენელი ელემენტებია. იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, რომელიც უფრო ხარისხიანი და ეფექტიანი იქნება, საჭიროა საფუძვლად ოთხი ძირითადი პოსტულატის მიღება:

Ø      შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა;

Ø      მოსახლეობაზე ორიენტირებული პირველადი სამედიცინო დახმარება;

Ø      სტაციონარების უფრო ეფექტიანი და მოქნილი სისტემა;

Ø      სამედიცინო მომსახურების უკეთესი ხარისხი და ეფექტიანობა.

როგორც წესი, ჯანდაცვის რეფორმირების მექანიზმები მოსახლეობის საერთო ჯანმრთელობაში და აქედან გამომდინარე ჯანდაცვის პოლიტიკაში ცვლილებათა განხორციელების ბერკეტებია. ამგვარად, მკაფიოდ და ნათლად  ჩამოყალიბებული ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკა დარგის რეფორმირების ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახდება.

 

 

 

 

 

2. ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტები

 

 

ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა მისი პრიორიტეტების განსაზღვრა. პრიორიტებების შერჩევის კრიტერიუმებია:

Ø      მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილობის ძირითადი მიზეზები;

Ø      მოსახლეობის მაქსიმალური მოცვა პრიორიტეტით;

Ø      პრიორიტეტის ეკონომიკური ეფექტიანობა.

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის დასაწყისში პრიორიტეტულობას ნაწილობრივ განსაზღვრავდა პრობლემების ფინანსური უზრუნველყოფის შესაძლებლობაც. დღეისათვის, როდესაც დარგის რეორიენტაციის შედეგად დასრულდა სისტემის ინსტიტუციონალური მოწყობა, სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა სადაზღვევო პრინციპებზე, შეიქმნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, აუცილებელი გახდა ჯანდაცვის პრიორიტეტების მკაფიო და ცალსახა განსაზღვრა, რაც ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკის შემუშავების უმთავრეს ამოცანას შეადგენს.

პრიორიტეტების გამოყოფა გულისხმობს ფინანსური, მატერიალური და საკადრო რესურსების განაწილების ფოკუსირებას არჩეულ სფეროებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში სხვადასხვა დარგის მონაწილეობასა და პასუხისმგებლობას.

პრიორიტეტების შერჩევა ემყარება შემდეგ ძირითად ფასეულობებსა და პრინციპებს:

Ø      ჯანმრთელობა, როგორც ქვეყნის სოციალური განვითარების მთავარი მიზანი;

Ø      პიროვნებაზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ჩამოყალიბება;

Ø      ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შესამუშავებელ და განსახორციელებელ ღონისძიებათა აგება ეთიკურ საფუძველზე, რომელიც მეცნიერულ მონაცემებს, თანაგრძნობასა და ანგარიშგებას დაეფუძნება.

2010 წლამდე საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ძირითად პრიორიტეტებად მიჩნეულია: დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შემცირება, ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის, გამოვლინებებისა და მკურნალობის გაუმჯობესება, ტრავმატიზმის შემცირება, გადამდები და სოციალურად საშიში დაავადებების შემცირება, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრობლემის გადაჭრა.

 

 

 

2.1. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება

 

შერჩევის კრიტერიუმი:

            საქართველოში არსებული უმწვავესი დემოგრაფიული სიტუაცია, რაც გამოიხატება შეკვეცილ კვლავწარმოებით (დაბალი შობადობა, დედათა და ბავშვთა მაღალი სიკვდილობა და ა.შ.) და გაძლიერებული გარემიგრაციით, ქმნის დეპოპულაციის საშიშროებას. ამ პირობებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილობის შემცირებას. გარდა ამისა, მოსახლეობის საერთო გაჯანსაღების თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია «კეთილსაიმედო სტარტი», ანუ განსაკუთრებული ზრუნვა და კონტროლი პიროვნებაზე პრე- და პოსტნატალურ პერიოდებში, როდესაც მრავალი დაავადების საფუძველი ყალიბდება. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულობა განპირობებულია  აგრეთვე ჯანმრთელი, ჰარმონიულად განვითარებული, სოციალურად აქტიური მომავალი თაობის ფორმირების აუცილებლობით.

 

მიზნები და ამოცანები:

მიზანი: 2010 წლისათვის დედათა სიკვდილობის შემცირება 20 შემთხვევამდე წელიწადში.

ამოცანები:

Ø      პრე- და პერინატალური მეთვალყურეობის გაუმჯობესება;

Ø      უსაფრთხო მშობიარობის უზრუნველყოფა;

Ø      სამეანო-გინეკოლოგიური კადრების უწყვეტი განათლების სისტემის შექმნა;

Ø      მოზარდთა და ქალთა პროფილაქტიკური განათლების დონის ამაღლება;

Ø      ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქტოლოგიური სამსახურის სისტემის განვითარება.

 

მიზანი: ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირება 15-მდე 1000 დაბადებულზე.

ამოცანები:

Ø      უსაფრთხო მშობიარობის უზრუნველყოფა;

Ø      პრე- და პოსტნატალური დიაგნოსტიკა, გენეტიკური კონსულტაციების ჩატარების უზრუნველყოფა;

Ø      ახალშობილთა ადეკვატური სამედიცინო დახმარებისა და მოვლის უზრუნველყოფა დაბადებისთანავე (ახალშობილთა სწორი სპონტანური სუნთქვის ხელშეწყობა, სითბო, ძუძუთი კვება, იმუნიზაცია);

Ø      ბავშვის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა (ზრდა-განვითარების მონიტორინგი, მიკრონუტრიციული სუპლემენტებით უზრუნველყოფა);

Ø      იმუნიზაცია;

Ø      ბავშვთა უხშირესი დაავადებების ინტეგრირებული მართვა და ამ მიმართულებით სამედიცინო პერსონალის მომზადება;

Ø      დედათა განათლების დონის ამაღლება;

Ø      პედიატრიული და ნეონატოლოგიური კადრების უწყვეტი განათლების სისტემის შექმნა.

 

მიზანი: მკვდრადშობადობის მაჩვენებლის (1000 დაბადებულზე) შემცირება 25%-ით.

ამოცანები:

Ø      ორსულთა ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა;

Ø      პრე- და პოსტნატალური დიაგნოსტიკა, გენეტიკური კონსულტაციების ჩატარების უზრუნველყოფა;

Ø      თანდაყოლილი ტრანსპლაცენტარული ინფექციებისა და ფეტოპლაცენტარული უკმარისობის პროფილაქტიკა;

Ø      დედისა და ნაყოფის Rh კონფლიქტის პროფილაქტიკა;

Ø      სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკა.

 

განხორციელების სტრატეგიები:

v     ზემოჩამოთვლილ პრობლემათა გადაჭრაში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის დეპარტამენტს.

v     შემსრულებლებად გვევლინებიან: ქალთა კონსულტაციები, სამშობიარო სახლები, ბავშვთა პოლიკლინიკები, ბავშვთა საავადმყოფოები, პროფილური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და ა.შ.

v     ვერტიკალური პროგრამები:

ü      მეანობის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამა;

ü      3 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა;

ü      3 წლამდე ასაკის ბავშვთა დაავადებების მწვავე შემთხვევების მართვის პროგრამა;

ü      ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამა;

ü      გეგმური იმუნიზაციისა და მასობრივი აცრების კამპანიათა სახელმწიფო პროგრამა;

ü      სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა;

ü      იოდისა და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკისა და რადიაციის სახელმწიფო პროგრამა;

ü      ფთიზიატრიის სახელმწიფო პროგრამა;

ü      ფსიქიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა;

ü      სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმით გადამდებ ინფექციათა უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამა;

ü      ბავშვთა კარდიოქირურგიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა;

ü      მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამა;

ü      «ბავშვისადმი კეთილგანწყობილი ჰოსპიტლის ინიციატივის» პროგრამა;

ü      ბავშვთა უხშირესი დაავადებების ინტეგრირებული მართვის პროგრამა;

ü      ბავშვთა აღზრდის ეროვნული პროგრამა (ბავშვთა და მოზარდთა სოციალური განვითარების სახელმწიფო პროგრამა);

ü      ბავშვთა რაციონალური კვების პროგრამა.

ჩამოთვლილი ჯანდაცვითი პროგრამების ინტეგრირებული მართვა და კოორდინაცია ხელს შეუწყობს ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილობის შემცირებას.

v     პასუხისმგებლობის დონეები:

ü      ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო – პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, სტრატეგიული დაგეგმვა და პროგრამების შედგენა;

ü      ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტები – ტაქტიკური დაგეგმვა და პროგრამების მართვა;

ü      ჯანდაცვის მართვის სამხარეო დეპარტამენტები –დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის დამატებითი პროგრამების მომზადება-განხორციელება სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების განხორციელების გათვალისწინებით;

ü      სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული დაწესებულებები, გენეტიკური კონსულტაციები, პროფილური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და იქ დასაქმებული პერსონალი – პროგრამების განხორციელება საკონტრაქტო–სახელშეკრულებო პრინციპით.

v     სხვა სექტორების მონაწილეობა და პასუხისმგებლობა:

 

საქართველოს პარლამენტმა უნდა:

ü      შეიმუშაოს და მიიღოს დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ხელშემწყობი კანონები;

ü      აღიაროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისათვის ზრუნვა პრიორიტეტულ მიმართულებად;

ü      განუცხადოს თავის ამომრჩევლებს (საქართველოს მოსახლეობას), სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებათა შესახებ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით;

ü      ბიუჯეტის მიღებისას გაითვალისწინოს დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის პრიორიტეტულობა და დაამტკიცოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის პროგრამები მათი განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ü      უნდა უზრუნველყოს აღნიშნული პროგრამების უცილობელი დროული დაფინანსება სრული მოცულობით.

 

სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად:

ü      უნდა შეიმუშაოს ორსულობის, დედათა და ბავშვთა სოციალური დაცვის სპეციალური ღონისძიებები (დეკრეტული შვებულებები, ორსულ და მეძუძურ დედათა დახმარებაზე გამიზნული ქმედებები და შეღავათები, ერთჯერადი დახმარება შვილის გაჩენის შემთხვევაში, მეორე და მესამე შვილის გაჩენის სტიმულირება და სხვ.).

v     არასამთავრობო ორგანიზაციების როლი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედათა და ბავშვთა ჯანდაცვითი იმ პროგრამების განხორციელების საქმეში, რომლებიც უკავშირდება საზოგადოების ფართო ფენების განათლებას, სოციალურ მობილიზაციას, აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ყურადღების კონცენტრაციის აუცილებლობას (იმუნიზაცია, ძუძუთი კვება, უსაფრთხო სექსი, ოჯახის დაგეგმვა, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა).

 

მონიტორინგი:

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასების ძირითადი მაჩვენებლებია:

·        შობადობა (1000 მოსახლეზე);

·        მკვდრადშობადობა (1000 მოსახლეზე);

·        ბავშვთა სიკვდილობა: მ.შ. 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილობა (1000 დაბადებულზე), 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილობა (1000 დაბადებულზე);

·        თანდაყოლილი ანომალიების სიხშირე (1000 დაბადებულზე);

·        დედათა სიკვდილობა (100000 ცოცხლადშობილზე);

·        აბორტების რაოდენობა (1000 დაბადებულზე).

ზემოაღნიშნულ მაჩვენებელთა განსაზღვრისათვის მონაცემების შეგროვებას უზრუნველყოფს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრი.

სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრში ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს ამ პრიორიტეტის განხორციელებაში მონაწილე თითოეული სამედიცინო დაწესებულება ყოველთვიურად.

მონაცემებს აანალიზებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი, სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრი, ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი.

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ყოველწლიურად, აქვეყნებს მიღებულ მონაცემებს და ახდენს სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმების კორეგირებას მიღებული შედეგების შესაბამისად.

 

 

 

 

2.2. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შემცირება

 

შერჩევის კრიტერიუმი:

            ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში), საქართველოშიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს პირველი ადგილი უჭირავს სიკვდილობის სტრუქტურაში. ამიტომ ამ დაავადებათა  პრევენციასა და ავადმყოფთა მოვლას ძალზედ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ავადობის და სიკვდილობის შემცირებასა და საერთო გაჯანსაღებაში.

 

მიზნები და ამოცანები:

მიზანი: გულის იშემიური დაავადებებითა და ინსულტით გამოწვეული სიკვდილობის შემცირება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ავადობის შემცირება 15%-ით.

 

ამოცანები:

Ø      ავადობისადმი ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური კონტროლის გაუმჯობესება;

Ø      დაავადებების ძირითად რისკ-ფაქტორების წინააღმდეგ ბრძოლისათვის ხელშეწყობა:

·        მოსახლეობის სწავლების უზრუნველყოფა;

·        სისხლში ქოლესტერინის მომატებული (200 მგ/დლ-ზე მეტი) შემცველობის მქონე მოზრდილთა რაოდენობის შემცირება;

·        ჭარბი წონის მქონე პირთა რაოდენობის შემცირება;

·        თამბაქოს მწეველთა რაოდენობის შემცირება 33.6%-დან 22%-მდე;

·        ფიზიკური აქტივობით დაკავებულ პირთა რაოდენობის გაზრდა;

·        ჰიპერტენზიის მქონე იმ პირთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა არტერიული წნევა კონტროლირდება;

·        შაქრიანი დიაბეტის მქონე იმ პირთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა სისხლში შაქრის დონე კონტროლირდება;

·        ნაჯერი ცხიმების მაღალი შემცველობისა და მაღალკალორიული საკვების მომხმარებელ პირთა რაოდენობის შემცირება.

Ø      ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა;

Ø      კლინიკურ პრაქტიკაში კორონარული დაავადებებისა და ინსულტის პრევენციის პრიორიტეტების განსაზღვრა და დანერგვა;

Ø      მიოკარდიუმის ინფარქტის, უეცარი კარდიული სიკვდილისა და ინსულტის შემთხვევათა აღრიცხვიანობის გაუმჯობესება (რეგისტრების შექმნა).

 

მიზანი: გულისა და თავის ტვინის მწვავე სისხლ-ძარღვოვანი შეტევების შემდეგ ცოცხლად დარჩენილ პირთა რაოდენობის გაზრდა.

ამოცანები:

Ø      სასწრაფო-გადაუდებელი და ჰოსპიტალური დახმარების ორგანიზაციის ხარისხის გაუმჯობესება;

Ø      გადაუდებელ შემთხვევებში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინტერვენციული მეთოდების განვითარებისა და ფართოდ გამოყენებისათვის ხელშეწყობა.

 

მიზანი: მწვავე პერიოდში ცოცხლად დარჩენილ პირთა და დაავადების სტაბილური ან ქრონიკული ფორმებით დაავადებულთა ცხოვრების დონის ამაღლება და სიცოცხლის გახანგრძლივება.

 

 

ამოცანები:

Ø      დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინტერვენციული მეთოდების განვითარებისა და ფართოდ გამოყენების ხელშეწყობა;

Ø      დონეების მიხედვით დიფერენცირებული სარეაბილიტაციო და მეორადი პროფილაქტიკური ცენტრების შექმნა;

Ø      საქართველოს კურორტების რაციონალური გამოყენება სარეაბილიტაციო მიზნით;

Ø      მოსახლეობის, ავადმყოფთა და მათი ოჯახის წევრთა საგანმანათლებლო სისტემის უზრუნველყოფა;

Ø      სპეციფიკური სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება ხანდაზმულ პირთათვის;

Ø      სამედიცინო და პროფესიული ექსპერტიზის სისტემის აღდგენა და მოდიფიცირება;

Ø      პროფესიული გადამზადების ცენტრების შექმნა.

 

განხორციელების სტრატეგიები:

v     აღნიშნულ პრობლემათა გადაჭრაში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტს;

v     შემსრულებლებად გვევლინებიან: სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებანი, პოლიკლინიკები, დისპანსერები, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები  და ა.შ.;

v     ვერტიკალური პროგრამები: «ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების», «ავადობის აქტიური გამოვლენისა და მასობრივი პროფილაქტიკური გასინჯვების», «ბავშვთა კარდიო-ქირურგიული დახმარების», «გულის იშემიურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობისა და ორგანოთა ტრანსპლანტაციის», «გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის» სახელმწიფო პროგრამები; «გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის სტრატეგიული მიმართულებების», «გულ-სისხლძარღვთა სისტემის ძირითადი დაავადებების გამოვლენისა და პრევენციის», «ინსულტის პროფილაქტიკის», «გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამუშაო ადგილზე პროფილაქტიკის დანერგვის» და სხვა პროგრამები.

v     პასუხისმგებლობის დონეები:

ü      ჯანდაცვის სამინისტრო – სტრატეგიული დაგეგმვა და პროგრამების შედგენა;

ü      ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტი – ტაქტიკური დაგეგმვა და პროგრამების მართვა;

ü      სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებანი, პოლიკლინიკები, დისპანსერები, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ამ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი – პროგრამების განხორციელება;

v     სხვა სექტორების მონაწილეობა და პასუხისმგებლობა:

ü      საქართველოს პარლამენტმა ბიუჯეტის მიღებისას უნდა დაამტკიცოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების უზრუნველყოფის პროგრამები მათი განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში. გარდა ამისა, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონები თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმის გავრცელებისათვის არახელსაყრელი გარემოს შესაქმნელად (მაგ., რეკლამის აკრძალვა, არასრულწლოვანთათვის თამბაქოსა და ალკოჰოლური პროდუქტების მიყიდვის აკრძალვა, მიზნობრივი დაბეგვრა და სხვ.);

ü      ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ პროგრამების უთუო დროული დაფინანსება სრული მოცულობით და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მიერ პროგრამების არასრული დაფინანსების შემთხვევაში (3%+1% გადასახადის უკმარისობა) დროული საბიუჯეტო ტრანსფერტის განხორციელება;

ü      სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ინვალიდობის და შრომის უუნარობის მქონე პირთა სოციალური დახმარება და სოციალური ადაპტაციის ღონისძიებანი;

ü      სპორტის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ფართო მასების მონაწილეობა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში;

ü      ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მოამზადოს კანონპროექტები, რომლებიც დაარეგულირებს ბავშვებსა და მოზარდებს შორის თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმის გავრცელების შეზღუდვის წესებს;

ü      ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ თავიანთ ტერიტორიებზე მარტივი და საშუალო დონის სპორტულ-გამაჯასაღებელი კომპლექსების შექმნა და ფუნქციონირება.

v     არასამთავრობო ორგანიზაციების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის განათლებაში ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობა, თამბაქოს წევის როლი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებაში, ფიზიკური აქტივობის დადებითი როლი გაჯანსაღების პროცესში, პერიოდული პროფილაქტიკური გასინჯვების (არტერიული წნევა, ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, კარდიოგრაფია და სხვ.) აუცილებლობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის და ა.შ.

 

მონიტორინგი:

 

მაჩვენებლები:

·        სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობა 100000 მოსახლეზე;                              

·        გულის იშემიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობა  100000 მოსახლეზე;

·        ინსულტით გამოწვეული სიკვდილობა 100000 მოსახლეზე;

·        შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მაჩვენებელი;

·        სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების ახალი შემთხვევები 100000 მოსახლეზე;

·        გულის იშემიური დაავადებების ახალი შემთხვევები 100000 მოსახლეზე;

·        ინსულტის ახალი შემთხვევები 100000 მოსახლეზე.

 

            ამ მაჩვენებლების განსაზღვრისათვის მონაცემების შეგროვებას უზრუნველყოფს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრი.

სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრში მონაცემების მიწოდებას უზრუნველყოფს ამ პრიორიტეტის განხორციელებაში მონაწილე თითოეული  დაწესებულება ყოველკვარტალურად.

მონაცემებს აანალიზებს ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი.

ჯანდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს მიღებულ მონაცემებს და ახდენს სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმების კორეგირებას მიღებული შედეგების შესაბამისად.

 

 

 

 

2.3. ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის, გამოვლინებისა და მკურნალობის გაუმჯობესება

 

შერჩევის კრიტერიუმი:

            ონკოლოგიური დაავადებანი გამოსავლის მიხედვით მძიმე პათოლოგიათა რიცხვს მიეკუთვნება და საქართველოში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიკვდილობის სტრუქტურაში მეორე ადგილი უჭირავს. ამ დაავადებებით გამოწვეული ავადობა და სიკვდილობა დამოკიდებულია სადიაგნოზო და სამკურნალო საშუალებათა ხელმისაწვდომობაზე. ბოლო წლებში ქვეყნის საერთო ეკონომიკური დონის დაქვეითებამ, მოსახლეობის მძიმე მატერიალურმა მდგომარეობამ ფინანსური ბარიერი შეუქმნა ავადმყოფებს დიაგნოსტიკურ-სამკურნალო დახმარების მიღებისას, რაც შესაძლოა გახდა მიზეზი იმისა, რომ ავთვისებიან სიმსივნეთა პირველად დადგენილი დიაგნოზების უმეტესი ნაწილი – 37.5% - მეოთხე სტადიაზე მოდის. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ავადობის თავიდან აცილება შესაძლებელია შემთხვევათა 1/3-ში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით, ხოლო ავადობის დროული გამოვლინების ორგანიზაცია (მათ შორის, სკრინინგ-ტესტების გამოყენებით) ხელს შეუწყობს სიკვდილობის შემცირებას 30%-ით.

 

მიზნები და ამოცანები:

მიზანი: ონკოლოგიურ დაავადებათა პირველადი პროფილაქტიკის გაუმჯობესება.

ამოცანები:

Ø      მწეველთა რაოდენობის შემცირება;

Ø      მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება სწორად დაბალანსებული კვების მნიშვნელობის შესახებ ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკაში;

Ø      მოსახლეობის ინფორმირება კიბოს მაღალი რისკის შესახებ ზოგიერთი დაავადების დროს და ამ დაავადებათა პროფილაქტიკის სტიმულირება;

Ø      რიგ ინფექციურ დაავადებათა შემცირების უზრუნველყოფა (B ჰეპატიტის იმუნიზაცია, საშვილოსნოს ყელის პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგო დამცავ საშუალებათა გამოყენება)

Ø      გარემოს მავნე ფაქტორების შემცირება (ქიმიური კანცეროგენები, მაიონებელი გამოსხივება, პროფესიული მავნე ფაქტორების შემცირება);

Ø      გარემოს ფაქტორებსა და კვების პროდუქტებში კანცეროგენების შემცველობის კონტროლი.

 

მიზანი: კიბოსწინარე დაავადებათა დროული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა.

ამოცანები:

Ø      ზოგადი ქსელის ექიმთა (თერაპევტი, სტომატოლოგი, გინეკოლოგი) მომზადება და მობილიზაცია კიბოსწინარე დაავადებათა გამოსავლენად კომპეტენციის ფარგლებში;

Ø      კიბოსწინარე დაავადებათა მკურნალობის სტიმულირება.

 

მიზანი: ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება.

ამოცანები:

Ø      ვიზუალური ლოკალიზაციის (სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, კანის, ტუჩის, პირის ღრუს) სიმსივნეებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შემცირება მათი ადრეული გამოვლინებით;

Ø      შინაგანი ლოკალიზაციის (სასუნთქი გზების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის) სიმსივნეთა გამოსავლენად სკრინინგ-ტესტების გამოყენება სიმსივნეზე საეჭვო ჯგუფების ფორმირებისა და მათი შემდგომი გაღრმავებული კვლევისათვის;

Ø      ენდოსკოპიური და ციტოლოგიური სამსახურების ხელშეწყობა.

 

მიზანი: ონკოლოგიურ დაავადებათა სპეციფიკური მკურნალობის გაუმჯობესება.

ამოცანები:

Ø      სოლიდურ და ონკოჰემატოლოგიურ სიმსივნეთა ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა;

Ø      ინკურაბელური ავადმყოფებისათვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად მაქსიმალური პირობების შექმნა (პერორალური მორფინით უზრუნველყოფა, სპინალური გაუტკივარების დანერგვა).

 

მიზანი: ონკოლოგიურ პაციენტთა რეაბილიტაცია.

ამოცანები:

Ø      მედიკამენტური (მათ შორის იმუნოლოგიური) რეაბილიტაცია;

Ø      პროთეზირება;

Ø      ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.

 

განხორციელების სტრატეგიები:

v     აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტს, ჯანდაცვის რეგიონულ დეპარტამენტებს;

v     შემსრულებლებად გვევლინებიან: სპეციალიზებული  ონკოლოგიური დაწესებულებანი (ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, დისპანსერები, განყოფილებები, კაბინეტები), აგრეთვე პოლიკლინიკები,  ქალთა კონსულტაციები, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებანი, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი და ა.შ.;

v     ვერტიკალური პროგრამები: «ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების», «ავადობის აქტიური გამოვლენისა და მასობრივი პროფილაქტიკური გასინჯვების», «ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობის», «ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ჰიგიენური ნორმირებისა და მასზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის», «საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა უზრუნველყოფის», «უსაფრთხო დედობის»  და სხვ. სახელმწიფო პროგრამები.

v     პასუხისმგებლობის დონეები:

ü      ჯანდაცვის სამინისტრო – სტრატეგიული დაგეგმვა და პროგრამების შედგენა;

ü      ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტი, ჯანდაცვის რეგიონული დეპარტამენტები – ტაქტიკური დაგეგმვა და პროგრამების მართვა;

ü      ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებანი (ონკოდისპანსერები, განყოფილებები, კაბინეტები), თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი, პოლიკლინიკები, ქალთა კონსულტაციები, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებანი და ამ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი – პროგრამების განხორციელება;

v     სხვა სექტორების მონაწილეობა და პასუხისმგებლობა:

ü      საქართველოს პარლამენტმა ბიუჯეტის მიღებისას უნდა დაამტკიცოს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობისა და ავადობის შემცირების უზრუნველყოფის პროგრამები მათი განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში. გარდა ამისა, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონები თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმის გავრცელებისათვის არახელსაყრელი გარემოს შესაქმნელად (მაგ., რეკლამის აკრძალვა, არასრულწლოვანთათვის თამბაქოსა და ალკოჰოლური პროდუქტების მიყიდვის აკრძალვა, მიზნობრივი დაბეგვრა და სხვ.);

ü      ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ პროგრამების უთუო დროული დაფინანსება სრული მოცულობით და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მიერ პროგრამების არასრული დაფინანსების შემთხვევაში (3%+1% გადასახადის უკმარისობა) დროული საბიუჯეტო ტრანსფერტის განხორციელება;

ü      სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ინვალიდობის და შრომის უუნარო პირთა სოციალური დახმარება და სოციალური ადაპტაციის ღონისძიებანი;

ü      მასმედიის საშუალებებმა უნდა უარი თქვან თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმის რეკლამაზე და მაქსიმალური პროპაგანდა გაუწიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

ü      უზრუნველყოფილ იქნეს უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში ონკოლოგიის სწავლების გაუმჯობესება, განსაკუთრებით პირველადი საექიმო რგოლის ექიმთა (ოჯახის ექიმთა) მომზადება.

ü      შემოღებულ იქნეს პედიატრიულ ფაკულტეტებზე ზოგადი და ბავშვთა ონკოლოგიის სწავლება.

v     არასამთავრობო ორგანიზაციების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის განათლებაში ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობა, თამბაქოს წევის როლი ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებაში, ჯანსაღი კვების (ხილი, ბოსტნეული, ნაკლებცხიმიანი  საკვები) როლი ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციაში, ულტრაიისფერი დასხივებისაგან თავდაცვის აუცილებლობა, პერიოდული პროფილაქტიკური გასინჯვებისა და გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკისათვის და ა.შ.

 

მონიტორინგი:

მაჩვენებლები:

·        ონკოლოგიური ავადობის გამოვლინება 100 000 მოსახლეზე;                              

·        ონკოლოგიური კონტინგენტი 100 000 მოსახლეზე;

·        ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობა 100 000 მოსახლეზე;

·        კიბოს ადრეული ფორმების გამოვლინება %-ული მაჩვენებლებით;

·        კიბოს დაგვიანებული ფორმების გამოვლინების მაჩვენებლები;

·        იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ჩაუტარდათ რადიკალური მკურნალობა (მათ შორის კომბინირებული);

·        მკურნალობის პირველ წელს გარდაცვლილთა რაოდენობა;

·        გამოჯანმრთელების ხუთწლიანი მაჩვენებელი სიმსივნის ლოკალიზაციის მიხედვით (10 ძირითადი ლოკალიზაცია);

·        პალიატიურ მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა.

 

            ამ მაჩვენებელთა განსაზღვრისათვის მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრი.

ცენტრში მონაცემების მიწოდებას უზრუნველყოფს ამ პრიორიტეტის განხორციელებაში მონაწილე თითოეული  დაწესებულება ყოველკვარტალურად.

მონაცემებს აჯამებს და აანალიზებს ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი და ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი.

ჯანდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს მიღებულ მონაცემებს და ახდენს სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმების კორეგირებას მიღებული შედეგების შესაბამისად.

 

 

 

2.4. ტრავმატიზმის შემცირება

 

შერჩევის კრიტერიუმი:

            საქართველოს მოსახლეობის სიკვდილობის სტრუქტურაში ტრავმატიზმს მესამე ადგილი უჭირავს. სატრანსპორტო საშუალებათა მნიშვნელოვან ზრდას და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაფართორბას თან სდევს ტრავმების მატება. ამავე დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად წარმოჩინდება საწარმოო ტრავმატიზმის პრობლემა.

ტრავმატიზმით გამოწვეული ინვალიდობა და შრომის უუნარობა  საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებს. ამიტომ უბედურ შემთხვევათა და ძალადობით გამოწვეულ დასახიჩრებათა, ინვალიდობისა და სიკვდილობის ფსიქიკური და ფსიქოლოგიური შედეგების საწინააღმდეგო ღონისძიებათა დანერგვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ტრავმატიზმის შემცირებისთვის.

 

მიზნები და ამოცანები:

მიზანი: არაგანზრახი დაშავება-დაზიანებებისა და მათ მიერ გამოწვეული სიკვდილობის შემცირება  არა უმეტეს   29,3-მდე 100 000 სულ მოსახლეზე.                              

ამოცანები:

Ø      ტრავმის დროს პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპების აუცილებელი სწავლების დანერგვა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო, საშუალო-ტექნიკურ და უმაღლეს სასწავლებლებში, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ტრანსპორტის სფეროს მუშაკთათვის.

Ø      ისეთი სპეციალიზებული მობილური ტრავმატოლოგიური სასწრაფო დახმარების ბრიგადების ფართო ქსელის შექმნა, რომლებიც აღჭურვილ იქნება კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის (მათ შორის საჰაერო), რეანიმაციისა და მკურნალობის თანამედროვე საშუალებებით.

Ø      ყველა პროფილური საავადმყოფოს უზრუნველყოფა არანაკლებ 10 მძიმედ ტრავმირებული პაციენტის სრულყოფილი რეანიმაციისა და მკურნალობისათვის აუცილებელი მედიკამენტების, სატრანსფუზიო ხსნარების, საოპერაციო მასალებისა და საშუალებების მუდმივად განახლებადი მასალით.

Ø      წამყვან პროფილურ სამედიცინო დაწესებულებათა უზრუნველყოფა მძიმედ ტრავმირებულ ავადმყოფთა გამოკვლევისა (კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ექოსკოპირება, ინტრაოპერაციული რენტგენოსკოპია) და მკურნალობის თანამედროვე საშუალებებით.

Ø      მძიმედ დაშავებულთა მკურნალობის პირველი 5 დღის სახელმწიფო დაფინანსება ან ტრავმატოლოგიური დახმარების სრული სახელმწიფო დაფინანსება.

 

მიზანი: ავტოკატასტროფების რიცხვისა და მათ შედეგად გამოწვეული სიკვდილობის შემცირება  არა უმეტეს 16,8‑მდე 100 000 სულ მოსახლეზე;

 

 

ამოცანები:

Ø      გზატკეცილებისა და გზების საფარის, მონიშვნების განათებისა და პროფილის მოწესრიგება-გაუმჯობესება.

Ø      გზებისა და გზატკეცილების მომსახურების (სერვისის) ეფექტიანი სისტემის შექმნა.

Ø      მოსახლეობაში უსაფრთხო მოძრაობის წესების ფართო პროპაგანდა.

Ø      უსაფრთხოების ქამრებისა და ჩაფხუტების აუცილებელი ხმარების დაკანონება და მათ ხმარებაზე უმკაცრესი კონტროლის დაწესება, დაცვითი სისტემების (გასაბერი ბალიშები, ბავშვების უსაფრთხო სავარძლები და სხვა) გამოყენების სტიმულირება.

Ø      ცენტრალური მაგისტრალების უზრუნველყოფა დაუსახლებელ ადგილებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებელი საკომუნიკაციო ჯიხურებით.

Ø      მოყვარული და პროფესიონალი მძღოლებისათვის, აგრეთვე პოლიციისა და ტრანსპორტის მუშაკებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპების სწავლებისა და მათი შემდგომი ატესტაციის ორგანიზება.

Ø      მკაცრი და მუდმივი საჯარიმო სანქციების გატარება იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც უგულებელყოფენ დაცვითი სისტემების, უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების ქამრებისა და ჩაფხუტების გამოყენებას.

Ø      დამცავი სისტემების როლის შესახებ უცხოური სტატისტიკური მასალების მოპოვება და მოსახლეობისათვის მიწოდება, ამ სისტემების მნიშვნელობის ფართომასშტაბიანი პროპაგანდა მასმედიის საშუალებით. 

 

მიზანი: საყოფაცხოვრებო ტრავმების რიცხვის და მათ შედეგად გამოწვეული სიკვდილობის შემცირება  არა უმეტეს   2,3-მდე 100 000 სულ მოსახლეზე.

ამოცანები:

Ø      ქალაქების ქუჩების საფარის, განათებისა და პროფილის მოწესრიგება- გაუმჯობესება.

Ø      ზამთრის პერიოდში ქუჩების გაწმენდა ყინულისა და თოვლისაგან.

Ø      ხანშიშესულთა ოსტეოპოროზის მედიკამენტურ-ალიმენტური პროფილაქტიკის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა.

Ø      ხანშიშესულთა ასაკში ძვალ-სახსართა სისტემაში მიმდინარე ცვლილებებისა და ძვლების მოტეხილობათა პროფილაქტიკის შესახებ საინფორმაციო მასალების შემუშავება და მოსახლეობისათვის მიწოდება მასმედიის საშუალებით.

 

მიზანი: საწარმოო ტრავმების რიცხვის და მათ შედეგად გამოწვეული სიკვდილობის შემცირება არა უმეტეს 4‑მდე 100000 სრულშტატიან მუშაკზე.

ამოცანები:

Ø      საწარმოებში მუშაკთა უსაფრთხო შრომის პირობების უზრუნველყოფა.

Ø      უსაფრთხო სამუშაო გარემოზე საწარმოთა ადმინისტრაციების, პროფკავშირებისა და რეგიონული სამედიცინო დაწესებულებების მიერ მუდმივი კონტროლის განხორციელება.

Ø      მსხვილ საწარმოებში კომუნიკაციის, რეანიმაციისა და მკურნალობის თანამედროვე საშუალებებით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული ტრავმატოლოგიური პუნქტების შექმნა დაშავებულთა ეფექტიანი პირველადი სამედიცინო დახმარებისა და პროფილურ სტაციონარებში მათი უსწრაფესი გადაყვანის მიზნით.

 

მიზანი: დამწვრობით გამოწვეული სიკვდილობის შემცირება  არა უმეტეს   1,2-მდე 100000 სულ მოსახლეზე.

ამოცანები:

Ø      მკაცრი კონტროლის დაწესება საწარმო დაწესებულებებისა და მოსახლეობის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შესრულებისადმი.

Ø      შენობების აღჭურვა ხანძარსაწინააღმდეგო, მათ შორის სასიგნალო საშუალებებით.

Ø      მოსახლეობის განათლება ხანძრის დროს ქცევისა და დაშავებულთა პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპების შესახებ.

Ø      პროფილურ სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა დამწვრობითი დაავადებების სამკურნალო თანამედროვე საშუალებებით.

Ø      დამწვრობითი დაავადებების მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსება.

 

მიზანი: წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილობის შემცირება  არა უმეტეს   1,3‑მდე   100 000 სულ მოსახლეზე.

ამოცანები:

Ø      ცურვის აუცილებელი სწავლების დანერგვა სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემაში.

Ø      წყალში დახრჩობის დროს პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპების აუცილებელი სწავლება სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის. ამ პრინციპების პროპაგანდა მოსახლეობაში.

Ø      ეფექტიანი მაშველი სამსახურის ორგანიზება ყველა იმ  წყალსატევებზე, რომლებიც გამოყენებულია მოსახლეობის დასვენებისა და მასობრივი სპორტის მიზნით.

Ø      ცურვის, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის, პროპაგანდა მოსახლეობაში.

 

მიზანი: მოწამვლების არაფატალურ შემთხვევათა შემცირება არა უმეტეს 88 გადაუდებელი დახმარების შემთხვევისა 100000 სულ მოსახლეზე.

ამოცანები:

Ø       მკაცრი სახელმწიფო კონტროლის დაწესება მოსახლეობისათვის მიწოდებული ადგილობრივი თუ უცხოური წარმოების საკვები პროდუქტების ხარისხსა და ვარგისიანობაზე.

Ø       მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით საშიში და ხშირი კვებითი ინფექციების (ბოტულიზმი, სალმონელოზი, დიზენტერია და სხვ.) განვითარების მიზეზების, კლინიკური გამოვლენისა და პროფილაქტიკის საკითხებზე.

Ø       სხვადასხვა სახის მოწამვლების დროს (კვებითი, მედიკამენტური, მავნე ქიმიური ნივთიერებებით და ა.შ.) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპების პროპაგანდა საინფორმაციო საშუალებებით და მათი, როგორც ზოგადად ტრავმების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილის, დანერგვა საგანმანათლებლო სისტემაში.

Ø       იმ მოწამვლების მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსება, რომლებიც დაზარალებულთა ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

 

მიზანი: მოსახლეობის განათლება დაზიანებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის გაუმჯობესებისათვის.

ამოცანები:

Ø      ტრავმატიზმის პროფილაქტიკისა და დაშავებულთა პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპების აუცილებელი სწავლების დანერგვა:

-         ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში;

-         საშუალო-ტექნიკურ და უმაღლეს სასწავლებლებში;

-         ავტოსკოლებში (მართვის მოწმობა არ უნდა გაიცეს სათანადო გამოცდის ჩაბარების გარეშე);

-         შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ტრანსპორტის სამინისტროს სისტემებში.

Ø      ყველა მოყვარული და პროფესიონალი მძღოლის მიერ ამ პრინციპების შესწავლისა და მათი შემდგომი ატესტაციის განხორციელება წამყვანი პროფილური დაწესებულების ბაზაზე.

 

მიზანი: პრეჰოსპიტალური, ჰოსპიტალური, რეაბილიტაციური მომსახურების შემაკავშირებელი სისტემების ჩამოყალიბება, რომლებიც ტრავმით გამოწვეულ სიკვდილობის და ხანგრძლივი შრომის უუნარობის პროფილაქტიკას უზრუნველყოფს.

ამოცანები:

Ø       ჰოსპიტალურ ეტაპზე დაშავებულთა მაღალკვალიფიციური დახმარებისა და ტრავმებით გამოწვეული სიკვდილობის შემცირების მიზნით მობილური, კომუნიკაციის, ტრანსპორტის, რეანიმაციისა და მკურნალობის თანამედროვე საშუალებებით აღჭურვილი სპეციალიზებული ტრავმატოლოგიური სასწრაფო დახმარების ბრიგადების ჩამოყალიბება, რომლებიც უზრუნველყოფენ შემთხვევის ადგილიდან დაზარალებულთა უსწრაფეს გაყვანას პროფილურ სტაციონარებში, აგრეთვე შეძლებენ დროულად მიაწოდონ ამ სტაციონარების მიმღებ ქვედანაყოფებს პირველადი ინფორმაცია დაზარალებულთა ზოგადი მდგომარეობისა და დაზიანების სავარაუდო ხასიათისა და სიმძიმის შესახებ.

Ø       ჰოსპიტალურ ეტაპზე დაზიანებულთა მაღალკვალიფიციური დახმარების უზრუნველსაყოფად პროფილური სტაციონარების თანამედროვე საკომუნიკაციო, სადიაგნოზო (კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ექოსკოპირება, ინტრაოპერაციული რენტგენოსკოპია) სარეანიმაციო და სამკურნალო საშუალებებით აღიჭურვა.

Ø       ტრავმირებულ ავადმყოფთა სრულყოფილი რეაბილიტაციის მიზნით წამყვან პროფილურ სტაციონარებთან რეაბილიტაციის ცენტრების (კლინიკების) შექმნა, რომლებიც აღიჭურვება ფიზიო-, ჰიდრო-, მექანო- და სხვა თერაპიის თანამედროვე საშუალებებით.

Ø       სამედიცინო დახმარების სრულ სადაზღვევო სისტემაზე გადასვლამდე ტრავმირებულ პაციენტთა რეაბილიტაციური მკურნალობა ნაწილობრივ სახელმწიფო დაფინანსებით (თანაგადახდა) განხორციელება.

 

განხორციელების სტრატეგიები:

v     აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს,  ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტს, ჯანდაცვის რეგიონულ დეპარტამენტებს;

v     შემსრულებლებად გვევლინებიან: სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაწესებულებანი, სტაციონარული და სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებანი (მაგ., ტრავმატოლოგიის ცენტრი, დამწვრობის ცენტრი და ა.შ.), გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრი და ა.შ.;

v     ვერტიკალური პროგრამები: «კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამედიცინო რეზერვის», «მოსახლეობის სტაციონარული დახმარების», «მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების», «მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის» და სხვ..

v     პასუხისმგებლობის დონეები:

ü      ჯანდაცვის სამინისტრო – სტრატეგიული დაგეგმვა და პროგრამების შედგენა;

ü      საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო,  ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტი, ჯანდაცვის რეგიონული დეპარტამენტები – ტაქტიკური დაგეგმვა და პროგრამების მართვა;

ü      სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაწესებულებები, სტაციონარული და სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები (მაგ., ტრავმატოლოგიის ცენტრი, დამწვრობის ცენტრი და ა.შ.) და ამ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი – პროგრამების განხორციელება;

v     სხვა სექტორების მონაწილეობა და პასუხისმგებლობა:

ü      საქართველოს პარლამენტმა ბიუჯეტის მიღებისას უნდა დაამტკიცოს ტრავმატიზმის გავრცელების შემცირების უზრუნველყოფის პროგრამები მათი განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში;

ü      ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ პროგრამების უთუო დროული დაფინანსება სრული მოცულობით;

ü      სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ტრავმატიზმის შედეგად დაინვალიდებულ პირთა და დროებით შრომის უუნაროთა სოციალური და მატერიალური დახმარება;

ü      შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამმართველომ  უნდა უზრუნველყოს გზებზე მოძრაობის უსაფრთხოება (მათ შორის მოტოჩაფხუტების ხმარება, გზების მონიშვნა, საგზაო ნიშნებისა და ა.შ. წესრიგში ყოფნა და სხვა);

ü      ტრანსპორტის სამინისტრომ და მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ ქვეყანაში არსებული გზების მოძრაობისათვის უსაფრთხო მდგომარეობაში ყოფნა (ნორმალური საფარი, ზამთრის პირობებში გზების გაწმენდა ყინულისა და თოვლისაგან და სხვ.);

ü      რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტებმა უნდა უზრუნველყონ თავიანთ დარგებში მაქსიმალური უსაფრთხოება;

ü      ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ ხანძრის გაჩენის პროფილაქტიკური ღონისძიებანი (შენობების აღჭურვა სპეციალური საგანგაშო-საინფორმაციო სისტემებით, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით და სხვ.);

ü      განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრავმატიზმის თავიდან აცილებისა და პირველადი დახმარების გაწევის სპეციალური პროგრამების სწავლება.

v     არასამთავრობო ორგანიზაციების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებში, როგორიც არის ტრავმატიზმის შედეგად დაინვალიდებულთა ფსიქო-სოციალური ადაპტაცია, აგრეთვე მოსახლეობის განათლება ტრავმატიზმის თავიდან აცილებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის დარგში.

 

მონიტორინგი:

 

მაჩვენებლები:

·        არაგანზრახი დაზიანებებით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი 100 000 სულ მოსახლეზე;

·        არაფატალურ არაგანზრახ დაზიანებათა შემთხვევების გამო ჰოსპიტალიზაციათა რიცხვი 100 000 სულ მოსახლეზე;

·        ავტოკატასტროფებით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი გავლილ 100 მილიონ კმ-ზე და 100 000 სულ მოსახლეზე;

·        დაცემით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი 100 000 სულ მოსახლეზე;

·        წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი  100 000 სულ მოსახლეზე;

·        საცხოვრებელ ადგილზე მიღებული დამწვრობით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი 100 000 სულ მოსახლეზე;

·        65 წლისა და უფრო მეტი ასაკის პირთა შორის ბარძაყის მოტეხილობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა რიცხვი  100000 სულ მოსახლეზე;

·        მოწამვლების არაფატალური შემთხვევების გამო გადაუდებელი დახმარების შემთხვევათა რიცხვი 100000 სულ მოსახლეზე;

·        თავის ქალას არაფატალური დაზიანებებით გამოწვეულ ჰოსპიტალიზაციათა რიცხვი  100000 სულ მოსახლეზე;

·        ხერხემლის არაფატალური დაზიანების გამო ჰოსპიტალიზაციათა რიცხვი  100 000 სულ მოსახლეზე;

·        თავის ქალასა და ხერხემლის ტრავმებით გამოწვეული მეორადი ინვალიდობის რიცხვი 100000 სულ მოსახლეზე;

·        დაცვითი სისტემების (გასაბერი ბალიშები, ბავშვების უსაფრთხო სავარძლები და სხვ.) გამოყენების % მგზავრთათვის;

·        ჩაფხუტების გამოყენების % მოტოციკლეტებისა და ველოსიპედების მძღოლებისათვის;

·        კვამლის (სახანძრო) დეტექტორების არსებობის მაჩვენებელი თითოეულ დასახლებულ სართულზე მაინც %-ით;

·        სასწავლო-საგანმანათლებლო (სკოლები) დაწესებულებების % წილი, სადაც ტარდება აკადემიური ინსტრუქტაჟი  დაზიანებათა პროფილაქტიკისა და კონტროლისათვის;

·        პირველადი ჯანდაცვის იმ მომწოდებელთა პროცენტული წილი,  რომლებიც უზრუნველყოფენ რეკომენდაციების მიწოდებას შემთხვევითი დაზიანებების პროფილაქტიკისათვის. პრეჰოსპიტალური, ჰოსპიტალური, რეაბილიტაციური მომსახურებების შემაკავშირებელი სისტემების რიცხვი, რომლებიც უზრუნველყოფენ ტრავმით გამოწვეული სიკვდილობის და ხანგრძლივი შრომის უუნარობის პროფილაქტიკას.

 

ამ მაჩვენებლების განსაზღვრისათვის მონაცემების შეგროვებას უზრუნველყოფს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრი.

სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრში მონაცემების მიწოდებას უზრუნველყოფს ამ პრიორიტეტის განხორციელებაში მონაწილე თითოეული  დაწესებულება ყოველკვარტალურად.

მონაცემებს აჯამებს და აანალიზებს ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი.

ჯანდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს მიღებულ მონაცემებს და ახდენს სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმების კორეგირებას მიღებული შედეგების შესაბამისად.

 

 

 

 

2.5. გადამდები და სოციალურად საშიში დაავადებების შემცირება

 

შერჩევის კრიტერიუმი:

            ბოლო წლების მანძილზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა პროცესებმა გამოიწვია როგორც მთლიანად მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და იმუნური სტატუსის დაქვეითება, ასევე ჯანდაცვის სისტემის ბევრი რგოლის მუშაობის დასუსტება. როგორც შედეგი, მკვეთრად გაიზარდა ზოგიერთი ინფექციური და სოციალურად საშიში დაავადებით ავადობის სიხშირე. ამიტომ ძალზე დიდ მნიშვნელობას იძენს ინფექციურ სნეულებათა გავრცელების  წინააღმდეგ ბრძოლა, პროფილაქტიკა, დროული დიაგნოსტიკა და ავადმყოფების კვალიფიციური დახმარება, ვინაიდან სწორედ ინფექციური სნეულებებით ავადობის მაჩვენებელი ასახავს ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის რეალურ დონეს.

 

მიზნები და ამოცანები:

მიზანი: პოლიომიელიტის ლიკვიდაციის შენარჩუნება (2000 წ.) და ლიკვიდაციის სერტიფიცირება (2003 წ.).

ამოცანები:

Ø      გეგმური იმუნიზაციით  მოცვა 98%;

Ø      ეპიდზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდა;

Ø      ლაბორატორიული სამსახურის ქმედითუნარიანობის გაძლიერება.

 

მიზანი: ახალშობილთა ტეტანუსის ლიკვიდაციის შენარჩუნება (2005 წ.);

ამოცანები:

Ø      შესაბამის პირობებში მშობიარობის უზრუნველყოფა;

Ø      საჭიროებისას ორსულთა იმუნიზაცია.

 

მიზანი: წითელას ლიკვიდაცია (2007 წ.) და ლიკვიდაციის  სერტიფიცირება (2010 წ.).

ამოცანები:

Ø      გეგმური იმუნიზაციით  მოცვა 95%;

Ø      ეპიდზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდა;

Ø      ლაბორატორიული სამსახურის ქმედითუნარიანობის გაძლიერება.

 

მიზანი: დიფთერიის გავრცელება უნდა შემცირდეს 0,1-ზე ნაკლები 100000 მოსახლეზე (2003 წ.).

ამოცანები:

Ø      გეგმური იმუნიზაციით მოცვა 95%;

Ø      მოზრდილთა რევაქცინაციით  მოცვა 85%;

Ø      ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება.

 

მიზანი: B ჰეპატიტის ახალი შემთხვევების გადაცემათა სიხშირე უნდა შემცირდეს 80%‑ით (2010 წ.).

ამოცანები:

Ø      ახალშობილთა იმუნიზაციით მოცვა 95%;

Ø      უსაფრთხო სისხლითა და მისი პროდუქტებით უზრუნველყოფა;

Ø      სამედიცინო მანიპულაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

Ø      მოსახლეობის განათლება ინდივიდუალური დაცვის საკითხებში.

 

მიზანი: უნდა უზრუნველყოფილ იქნას ეპიდემიური პაროტიტის, ყივანახველასა და Haemophilus influenzae (b ტიპის) – ით გამოწვეული ინფექციების გავრცელების სიხშირის დაქვეითება – 0,1-ზე ნაკლები 100000 მოსახლეზე.

ამოცანები:

Ø      გეგმური იმუნიზაციით მოცვა 95%;

Ø      ეპიდზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდა ლაბორატორიულ სამსახურებზე დაყრდნობით.

 

მიზანი: თანდაყოლილი წითურის მაჩვენებელი უნდა იყოს 0.01-ზე ნაკლები 1000 ცოცხლად შობილზე (2006 წ.).

ამოცანები:

Ø      ეპიდზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდა;

Ø      გეგმური იმუნიზაციის დაწყება 2000 წლიდან.

 

მიზანი: მალარიის გავრცელების მაჩვენებელი უნდა იყოს 5-ზე ნაკლები 100000 მოსახლეზე, ხოლო მალარიით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები საერთოდ არ უნდა აღინიშნებოდეს.

ამოცანები:

Ø      ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება;

Ø      გადამტანებთან ბრძოლის გააქტიურება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით;

Ø      სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;

Ø      სამკურნალო პრეპარატებისა და ინსექტიციდების ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის აუცილებელი რეაგენტების შეზღუდული მარაგის შექმნა.

 

მიზანი: წყლითა და საკვებით გადაცემადი ინფექციების (მუცლის ტიფი, ბრუცელოზი, ამებიაზი, დიზენტერია  და ა.შ.) შემთხვევათა რაოდენობის თანამიმდევრული  და მუდმივი შემცირება.              

ამოცანები:

Ø      უსაფრთხო წყალმომარაგებისა და კვების უზრუნველყოფა;

Ø      მოსახლეობის ჰიგიენური განათლების გაუმჯობესება.

 

მიზანი: გადამდებ დაავადებებთან, განსაკუთრებით მწვავე რესპირატორულ და დიარეულ ინფექციებთან ბავშვთა ასაკში დაკავშირებული სიკვდილობის მაჩვენებლისა და ჯანმრთელობისათვის ნეგატიური შედეგების თანამიმდევრული და მუდმივი შემცირების უზრუნველყოფა.

ამოცანები:

Ø      ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება;

Ø      ბავშვთა დაავადებების ინტეგრირებული მართვა და ამ მიმართულებით სამედიცინო პერსონალის მომზადება;

Ø      პერორალური რეჰიდტრატაციული მარილების ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

Ø      ძუძუთი კვების პროპაგანდის გაძლიერება;

Ø      დედათა განათლების დონის ამაღლება.

 

მიზანი: 2005 წლისათვის ავადობის შემცირება 50-60-მდე და მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევებზე კონტროლის გაწევა.

ამოცანები:

Ø      ტუბერკულოზთან ბრძოლის თანამედროვე სტრატეგიით განსაზღვრული სადიაგნოზო, სამკურნალო და პრევენციულ ღონისძიებათა ქვეყნის მასშტაბით სრული მოცულობით განხორციელება.

 

მიზანი: თანდაყოლილი სიფილისის გავრცელება უნდა იყოს 0,01-ზე ნაკლები 1000 ცოცხლად შობილზე.

ამოცანები:

Ø      ორსულების 2-ჯერადი ვასერმანიზაცია;

Ø      ორსულთა პატრონაჟის გაუმჯობესება.

 

მიზანი: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და შიდსის პრევენცია.

ამოცანები:

Ø      აქტიური გამოვლენის მეთოდების გაუმჯობესება;

Ø      მოსახლეობის განათლება ინდივიდუალური დაცვის საკითხებში.

 

 

განხორციელების სტრატეგიები:

v     აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტს, ჯანდაცვის რეგიონულ დეპარტამენტებს;

v     შემსრულებლებად გვევლინებიან: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ინფექციურ სნეულებათა საავადმყოფოები ან განყოფილებები, პოლიკლინიკები, სპეციალიზებული საავადმყოფოები,  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და დისპანსერები (მაგ., ტუბერკულოზის, ვენსნეულებათა), შიდს-ის ცენტრი და მისი რეგიონული ფილიალები, სისხლის გადასხმის სადგურები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები  და ა.შ.;

v     ვერტიკალური პროგრამები: «გეგმური პროფილაქტიკური იმუნიზაციისა და მასობრივი და პროფესიული აცრების კამპანიების», «ეპიდზედამხედველობის, საკარანტინო, განსაკუთრებით საშიში და მასთან გათანაბრებული ინფექციების კონტროლისა და სხვა გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის», «სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის», «შიდს-თან ბრძოლისა და პროფილაქტიკის», «სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმით გადამდებ ინფექციებზე უსაფრთხოების», «ავადობის აქტიური გამოვლენისა და მასობრივი პროფილაქტიკური გასინჯვების», «ტუბერკულოზთან ბრძოლის», «საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა უზრუნველყოფის», «სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის უზრუნველყოფის», «ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის» და სხვა სახელმწიფო პროგრამები;

 

v     პასუხისმგებლობის დონეები:

ü      ჯანდაცვის სამინისტრო – სტრატეგიული დაგეგმვა და პროგრამების შედგენა;

ü      ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, ჯანდაცვის რეგიონული დეპარტამენტები – ტაქტიკური დაგეგმვა და პროგრამების მართვა;

ü      დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ინფექციურ სნეულებათა საავადმყოფოები ან განყოფილებები, პოლიკლინიკები, სპეციალიზებული საავადმყოფოები,  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და დისპანსერები (მაგ., ტუბერკულოზისა, ვენსნეულებათა), შიდს-ის ცენტრი და მისი რეგიონული ფილიალები, სისხლის გადასხმის სადგურები, სანიტარიული ზედამხედველობის ინსფექციები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები  და ამ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი – პროგრამების განხორციელება.

v     სხვა სექტორების მონაწილეობა და პასუხისმგებლობა:

ü      საქართველოს პარლამენტმა ბიუჯეტის მიღებისას უნდა დაამტკიცოს ინფექციურ და სოციალურად საშიშ დაავადებებთან ბრძოლის პროგრამები მათი განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში;

ü      ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ პროგრამების უთუო დროული დაფინანსება სრული მოცულობით და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მიერ პროგრამების არასრული დაფინანსების შემთხვევაში (3%+1% გადასახადის უკმარისობა) დროული საბიუჯეტო ტრანსფერტის განხორციელება;

ü      საგადასახადო ორგანოებმა (საგადასახადო ინსპექცია, პოლიცია, პროკურატურა) უნდა უზრუნველყონ სამედიცინო სადაზღვევო გადასახადის (3%+1%) დროული ამოღება სრული მოცულობით;

ü      შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა განახორციელოს კონტროლი ნარკომანიისა და პროსტიტუციის გავრცელებისა და საჭიროების შემთხვევაში დასნებოვნებულ პირთა იძულებით მკურნალობის უზრუნველყოფისადმი;

ü      სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს სასმელი წყლისა და საკვების უსაფრთხოების ნორმების დაცვისადმი კონტროლი;

ü      განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში (განსაკუთრებით დაწყებით კლასებში) პირადი ჰიგიენის პროგრამების სწავლება.

v     არასამთავრობო ორგანიზაციების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის განათლებასა და აგიტაციაში ისეთ საკითხებზე, როგორიც არის უსაფრთხო სექსი, ნარკომანიის უარყოფითი როლი ინფექციურ და სოციალურად საშიშ დაავადებათა გავრცელებაში, იმუნიზაციის აუცილებლობა დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნით  და ა.შ. აგრეთვე მათ შეიძლება თავისი წვლილი შეიტანონ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა საზოგადოებაში ფსიქო-სოციალური ადაპტაციის საქმეში.

 

მონიტორინგი:

 

მაჩვენებლები:        

·        მწვავე დუნე დამბლის მაჩვენებელი;

·        პოლიომიელიტით ავადობის მაჩვენებელი;

·        ახალშობილთა ტეტანუსით ავადობის მაჩვენებელი;

·        წითელათი ავადობის მაჩვენებელი;

·        დიფთერიით ავადობის მაჩვენებელი;

·        B ჰეპატიტის ახალი შემთხვევების გადაცემათა სიხშირე;

·        ეპიდემიური პაროტიტის, ყივანახველას და Haemophilus influenzae (B ტიპის) ინფექციების გავრცელების სიხშირე 100000 მოსახლეზე;

·        თანდაყოლილი სიფილისის გავრცელება 1000 ცოცხლად შობილზე;

·        მალარიის გავრცელების მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე და ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილობა;

·        წყლითა და საკვებით გადაცემადი ინფექციებით (მუცლის ტიფი, ბრუცელოზი, ამებიაზი, დიზენტერია  და ა.შ.) ავადობის მაჩვენებელი;

·        გრიპით ავადობის მაჩვენებელი;

·        ვირუსული ჰეპატიტებით ავადობის მაჩვენებელი;

·        ტუბერკულოზით ავადობის მაჩვენებელი;

·        ვენერიული სნეულებებით ავადობის მაჩვენებელი;

·        აივ ავადობის მაჩვენებელი;

·        სხვა ინფექციური  დაავადებებით ავადობის მაჩვენებელი.

 

            ამ მაჩვენებლების განსაზღვრისათვის მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრი.

ცენტრში მონაცემების მიწოდებას უზრუნველყოფს ამ პრიორიტეტის განხორციელებაში მონაწილე თითოეული  დაწესებულება ყოველთვიურად.

მონაცემებს აანალიზებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი.

ჯანდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს მიღებულ მონაცემებს და ახდენს სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმების კორეგირებას მიღებული შედეგების შესაბამისად.

 

 

 

2.6. ფსიქიკური ჯანმრთელობა

 

შერჩევის კრიტერიუმი:

როგორც მთლიანად სახელმწიფოში, ასევე ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი მძიმე მატერიალური მდგომარეობა განსაკუთრებული სიმწვავით აისახა ისეთ სპეციფიკურ დარგზე, როგორიც არის ფსიქიატრია. დაავადებათა ქრონიკულმა ბუნებამ, მკურნალობის ხანგრძლივი კურსის საჭიროებამ, ავადმყოფთა სოციალურად საშიშმა ქმედებებმა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შექმნილმა კრიტიკულმა სიტუაციამ განაპირობა ამ დარგის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების აუცილებლობა. სწორედ ამის გამო ფსიქიატრიული დახმარება რჩება ჯანდაცვის ერთ-ერთ პრიორიტეტად.

 

მიზნები და ამოცანები:

მიზანი: ზოგადად პოპულაციაში თვითმკვლელობათა რიცხვის შემცირება (არა უმეტეს 10,5 შემთხვევა 100 000 სულ მოსახლეზე), ამასთან თვითდაშავების მცდელობათა შემთხვევების 15%-ით შემცირება 14-17 წლის მოზარდებს შორის.

ამოცანები:

Ø      სუიციდისა და პარასუიციდის რეგისტრაცია და ზუსტი აღრიცხვა;

Ø      სახელმწიფოში დაფიქსირებული სუიციდისა და პარასუიციდის სტატისტიკური  მონაცემების დამუშავება, ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის შედეგად შესაბამისი რისკ-ფაქტორებისა და რისკ-ჯგუფების იდენტიფიკაცია;

Ø      სუიციდისა და პარასუიციდის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება;

Ø      დაუსრულებელი სუიციდის შემთხვევებში ფსიქოლოგიური და/ან ფსიქიატრიული დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფა როგორც მწვავე, ისე მოგვიანებით ეტაპზე პაციენტთა მონიტორინგის საშუალებით (სუიციდოლოგიური სამსახურებისათვის სოციალურ-ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტების ამოქმედება ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში, მთავარი ცენტრით თბილისში და შესაბამისი რეგიონული კაბინეტებით);

Ø      სუიციდოლოგთა აქტიური და უშუალო კონტაქტი ფსიქოლოგებთან, იურისტებთან, საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებთან, ასევე სოც. უზრუნველყოფის დაწესებულებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

Ø      იმ მდგომარეობების დროული გამოვლენა და ლიკვიდაცია, რომლებიც პოტენციურად თვითმკვლელობის საფრთხეს ქმნის.

Ø      მოსახლეობის გარკვეულ კონტინგენტში (რისკ-ჯგუფები) სუიციდური ტენდენციების ადრეული გამოვლენა;

Ø      სუიციდისა და პარასუიციდის დიაგნოსტიკური საკითხების გადაწყვეტა და აუცილებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური ზომების გამოყენება;

Ø      პოსტსუიციდური მდგომარეობის მკურნალობა, განმეორებითი სუიციდის პროფილაქტიკის მიზნით სოციალური-შრომითი რეადაპტაცია იმ პირებისათვის, რომლებსაც სუიციდის მცდელობა ჰქონდათ;

Ø      მოსახლეობაში, განსაკუთრებით მოზარდებში, ფართო ფსიქო-ჰიგიენური მუშაობის განხორციელება ანტინარკომანული და ანტიალკოჰოლური კამპანიების პარალელურად (ლექცია-საუბრები შრომით და სასწავლო კოლექტივებთან, მშობლებთან და სხვ.).

 

მიზანი: ბავშვებსა და მოზარდებს შორის ფსიქიკურ აშლილობათა შემცირება 10%-მდე.

ამოცანები:

Ø      ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება;

Ø      გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისადმი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის განმტკიცება;

Ø      ფსიქოფიზიოლოგიურ ფუნქციათა განვითარების ასაკობრივი ნორმების გამომუშავება;

Ø      ასაკობრივი კრიზისული პერიოდების (3, 7, 12-15 წლის ასაკი) დროს ფსიქოპროფილაქტიკური მუშაობის გაძლიერება ფრუსტრაციის დონის დაქვეითების მიზნითა და ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმების ამოქმედებით;

Ø      სასწავლო კოლექტივების ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტებით უზრუნველყოფა;

Ø      დევიაციურ და დელინკვენტურ ქცევათა პროფილაქტიკა შესაბამისი ფსიქოპროფილაქტიკური მუშაობით ბავშვებსა და მოზარდებთან პედაგოგებისა და მშობლების უშუალო მონაწილეობით;

Ø      გლობალურ სტრესულ სიტუაციებში ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოპროფილაქტიკა;

Ø      მოზარდი თაობის პროფესიული ორიენტაცია;

Ø      ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოფიზიოლოგიური ტესტირება წინასასკოლო პერიოდში;

Ø      ფსიქიკურ და ქცევით აშლილობათა დროულად გამოვლენის მიზნით ბავშვთა და მოზარდთა მასობრივი შემოწმებები შესაბამის პოლიკლინიკებში, რაც შესაძლებელს გახდის თავიდან იქნეს აცილებული პიროვნული ცვლილებებისა და პათოლოგიების ჩამოყალიბება;

Ø      ბავშვთა და მოზარდთა მოსაზღვრე მდგომარეობათა ფსიქიატრიასა და ფსიქოჰიგიენაში სკოლის ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის ბაზაზე ან აღნიშნული დაწესებულების სპეციალისტთა მონაწილეობით პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე.

 

მიზანი: პოპულაციაში ზრდასრულ პირებს შორის ფსიქიკურ აშლილობათა შემცირება (ფსიქოტროპულ საშუალებათა ბოროტად გამოყენების გარდა) 10,7%-მდე;

დიდი დეპრესიული აშლილობების მქონე პირთა წილის გაზრდა სულ ცოტა 45%‑მდე მოსახლეობის იმ კონტინგენტში, რომელიც ფსიქიატრიული დახმარების სამსახურებით სარგებლობს;

            18 წლის და უფროსი ასაკის იმ პირთა წილის გაზრდა სულ ცოტა 20%-მდე, რომლებიც დახმარებას ითხოვენ პიროვნული და ემოციური პრობლემების მოსაგვარებლად;

            ქრონიკული (ხანგრძლივი) ფსიქიკური აშლილობების მქონე ზრდასრულ პირთა წილის გაზრდა სულ ცოტა 30%-მდე, რომლებიც საზოგადოებრივი დახმარების პროგრამებში მონაწილეობენ;

            ზრდასრულ მოსახლეობაში სტრესული სიტუაციებით განპირობებული ჯანმრთელობის მოშლილობის მქონე პირთა წილის შემცირება სულ ცოტა 35%‑მდე.

ამოცანები:

Ø     ზრდასრულ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება;

Ø     გამოვლენილ ფსიქიკურ აშლილობათა რეგისტრაცია და ზუსტი აღრიცხვა;

Ø     სახელმწიფოში დაფიქსირებულ ფსიქიკურ აშლილობათა სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის შედეგად ფსიქიკურ ავადმყოფთა კონტინგენტისა და მისი ძირითადი სტრუქტურების დადგენა, შესაბამისი რისკ-ჯგუფებისა და რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია;

Ø     მოსახლეობის ფართო ფენებში ფსიქო-პროფილაქტიკური და ფსიქო-ჰიგიენური განათლების შეტანა, რათა დროულად მოხდეს ფსიქიკურ აშლილობათა არსებითი ნიშნების ადრეული ამოცნობა, ფსიქიკურ აშლილობათა დროული გამოვლენა და მკურნალობა;

Ø     ფსიქიატრიული სამსახურების მიერ ფსიქიკურ აშლილობათა მეორადი პროფილაქტიკა დაავადების რეციდივებისა და ქრონიფიკაციის პრევენციის მიზნით;

Ø     მასობრივ სოციალურ და ფსიქოლოგიურ სტრესულ სიტუაციებში მოზრდილთათვის კრიზისული დახმარების სამსახურების ამოქმედება;

Ø     ფსიქიატრიული გერიატრიული სამსახურის ამოქმედება;

Ø     ფსიქიატრიული სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაკომპლექტება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;

Ø     ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებისათვის ფსიქო-რეაბილიტაციური სამსახურის ამოქმედება;

Ø     მოსახლეობის ფსიქო-სოციალური პრობლემატიკის შესწავლა, სოციალური სტრეს-ფაქტორების იდენტიფიკაცია და მაღალი რისკ-ჯგუფების გამოვლენა.

 

განხორციელების სტრატეგიები:

v     აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტს;

v     შემსრულებლებად გვევლინებიან: სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები, პოლიკლინიკები, დისპანსერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ა.შ.;

v     ვერტიკალური პროგრამები: «ავადობის აქტიური გამოვლენისა და მასობრივი პროფილაქტიკური გასინჯვების», «ფსიქიატრიული დახმარების», «ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ჰიგიენური ნორმირებისა და მასზე სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის»  და სხვ.

v     პასუხისმგებლობის დონეები:

ü      ჯანდაცვის სამინისტრო – სტრატეგიულიდაგეგმვა და პროგრამების შედგენა;

ü      ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტი – ტაქტიკური დაგეგმვა და პროგრამების მართვა;

ü      სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები, პოლიკლინიკები, დისპანსერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ამ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი – პროგრამების განხორციელება;

v     სხვა სექტორების მონაწილეობა და პასუხისმგებლობა:

ü      საქართველოს პარლამენტმა ბიუჯეტის მიღებისას უნდა დაამტკიცოს ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფის პროგრამები მათი განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში;

ü      ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ პროგრამების უთუო დროული დაფინანსება სრული მოცულობით და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მიერ პროგრამების არასრული დაფინანსების შემთხვევაში (3%+1% გადასახადის უკმარისობა) დროული საბიუჯეტო ტრანსფერტის განხორციელება;

ü      სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ფსიქიკურად დაავადებულთა მატერიალური დახმარება და სოციალური ადაპტაცია;

ü      განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისათვის სპეციალური პროგრამების მომზადება და სწავლება.

v     არასამთავრობო ორგანიზაციების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქიკურად დაავადებულთა და გონებრივად ჩამორჩენილთა ფსიქო-სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ გარკვეულწილად ითავონ მოსახლეობის გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარება (მაგ., «ნდობის სამსახური (ტელეფონი)» და სხვ.).

 

 

 

 

მონიტორინგი:

მაჩვენებლები:        

·        თვითმკვლელთა რიცხვი  100 000 სულ მოსახლეზე;

·        თვითდაშავების მცდელობათა შემთხვევების  პროცენტი 14-17 წლის მოზარდებს შორის;

·        ფსიქიკურ აშლილობათა საერთო რაოდენობაში ბავშვებისა და მოზარდების პროცენტული წილი;

·        ფსიქიკური აშლილობების (ფსიქოტროპულ საშუალებათა ბოროტად გამოყენების გარდა) პროცენტული წილი ზრდასრულ მოსახლეობაში;

·        სტრესული სიტუაციებით განპირობებული ჯანმრთელობის მოშლილობის მქონე პირთა % წილი  18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში;

·        ქრონიკული ფსიქიატრიული პათოლოგიის მქონე 18 წლისა და უფროსი ასაკის იმ პირთა პროცენტული წილი, რომლებიც საზოგადოებრივი დახმარების პროგრამებში მონაწილეობენ;

·        დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე იმ პირთა პროცენტული წილი, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ;

·        18 წლისა და უფროსი ასაკის იმ პირთა პროცენტული წილი, რომლებიც დახმარებას პიროვნული და ემოციური პრობლემების მოსაგვარებლად ითხოვენ;

·        18 წლისა და უფროსი ასაკის იმ პირთა პროცენტული წილი, ვინც აღნიშნავს სტრესული სიტუაციების საგრძნობ დონეს და არ იღებს ზომებს მათი შემცირებისა და კონტროლისათვის;

·        სამუშაო სტრესის საწინააღმდეგო პროგრამების განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებების (სადაც მუშაობს 50 და მეტი დასაქმებული) პროცენტული წილი.

 

            ამ მაჩვენებელთა განსაზღვრისათვის მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრი.

ცენტრში მონაცემების მიწოდებას უზრუნველყოფს ამ პრიორიტეტის განხორციელებაში მონაწილე თითოეული  დაწესებულება ყოველკვარტალურად.

მონაცემებს აანალიზებს ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი.

ჯანდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს მიღებულ მონაცემებს და ახდენს სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმების კორეგირებას მიღებული შედეგების შესაბამისად.

 

 

 

 

2.7. ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება

 

შერჩევის კრიტერიუმი:

            მრავალ ქვეყანაში მოსახლეობის ავადობის შემცირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ჯანმრთელობის ხელშემწყობ ღონისძიებებს ენიჭება, რაც გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსათვის, სადაც ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება დეფიციტური და არასტაბილურია. ამდენად მრავალი მწვავე თუ ქრონიკული დაავადების პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისა და მოსახლეობაში ფართოდ დანერგვის გზით, რაც მთლიანობაში შეამცირებს «ავადობის ტვირთს». აღნიშნული მიზნების მისაღწევად აუცილებელია საზოგადოების სხვადასხვა ფენების ფართო ძალისხმევა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ხელშემწყობ ღონისძიებებში ჯანმრთელობის დაცვის სექტორის გარდა სხვა სექტორების აქტიურ მონაწილეობას.

მიზნები და ამოცანები:

მიზანი: საზოგადოებისათვის თამბაქოს მოხმარების მავნე ჩვევად აღიარება, თამბაქოს მწეველთა რაოდენობის შემცირება:

·        მოზრდილ მამაკაცებში 60%-დან 40%-მდე

·        ქალებში 40%-დან 10%-მდე

·        ვაჟებში (12-18 წელი) 60%-დან 40%-მდე

·        გოგონებში (12-18 წელი) 30%-დან 5%-მდე.

ამოცანები:

Ø      თამბაქოს საწინააღმდეგო ფართო საზოგადოებრივი კამპანია;

Ø      თამბაქოს მოხმარების მავნებლობის შესახებ საინფორმაციო მასალების შემუშავება და მოსახლეობისათვის მიწოდება;

Ø      საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა;

Ø      თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის შეზღუდვა;

Ø      თამბაქოს ნაწარმის სავალდებულო სამედიცინო მარკირების შემოღება;

Ø      თამბაქოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება და თანმიმდევრული განხორციელება სკოლებში;

Ø      რეგიონებში თამბაქოს მოხმარების პროფილაქტიკის საკოორდინაციო საბჭოების ჩამოყალიბება;

Ø      თამბაქოს მოხმარების შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება.

 

მიზანი: საზოგადოებისათვის ნარკომანიის მავნე ჩვევად აღიარება, ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება და ნარკოტიკების არალეგალურ მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილობის აღრიცხვა.

ამოცანები:

Ø      ნარკომანიის საწინააღმდეგო ფართო საზოგადოებრივი კამპანია;

Ø      ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობის შესახებ საინფორმაციო მასალების შემუშავება და მოსახლეობისათვის მიწოდება;

Ø      ნარკოტიკების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება და თანმიმდევრული განხორციელება სკოლებში;

Ø      რეგიონებში ნარკოტიკების მოხმარების პროფილაქტიკის საკოორდინაციო საბჭოების ჩამოყალიბება;

Ø      ნარკოტიკების მოხმარების შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება.

 

მიზანი: ბავშვების ჯანმრთელობის ხელშეწყობა.

ამოცანები:

Ø      სავალდებულო სამედიცინო-პროფილაქტიკური კურსების დანერგვა სკოლამდელი და სკოლის ასაკის სასწავლო დაწესებულებათა პედაგოგებისათვის;

Ø      «ჯანსაღი ბავშვების ჯანმრთელობის სკოლის» ყოველწლიური კონკურსის ჩატარება;

Ø      სკოლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის კომპლექსური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა;

Ø      სკოლებში ფართომასშტაბიანი სპორტული აქტივობის ხელშეწყობა.

 

მიზანი: ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა.

ამოცანები:

Ø      მოსახლეობის ფართო განათლება ქალთა ჯანმრთელობის ხელშემწყობი და მავნე ფაქტორების შესახებ;

Ø      აბორტის საწინააღმდეგო ღონისძიებათა ცხოვრებაში დანერგვა;

Ø      თანამედროვე კონტრაცეპტულ საშუალებათა პროპაგანდა;

Ø      აბორტებისა და თანამედროვე კონტრაცეპტული მეთოდების შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება.

 

მიზანი: მოზრდილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა.

ამოცანები:

Ø      ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა მისი საყოველთაო ნორმად აღიარების მიზნით;

Ø      «ჯანსაღი ქალაქის» კონკურსის ჩატარება;

Ø      ჯანმრთელობის ხელშემწყობი საქმიანობისათვის დაბეგვრის ლიბერალური რეჟიმის შემოღება;

Ø      ჯანსაღი კვების ჩვევების დანერგვა;

Ø      ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ხელშეწყობა;

Ø      ფიზიკური აქტივობისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა;

Ø      ცხოვრების ჯანსაღი წესის ღონისძიებათა დანერგვა სამუშაო ადგილებზე;

Ø      სოციალურად საშიში ქრონიკული დაავადებების პრევენცია.

 

მიზანი: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და შიდსის პრევენცია.

ამოცანები:

Ø      აქტიური გამოვლენის მეთოდების გაუმჯობესება;

Ø      მოსახლეობის განათლება ინდივიდუალური დაცვის საკითხებში.

 

განხორციელების სტრატეგიები:

v     აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტს;

v     შემსრულებლებად გვევლინებიან: სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები  და ა.შ.;

v     ვერტიკალური პროგრამები: «ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამა», «ნარკომანიის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სახელმწიფო პროგრამა» და სხვ.;

v     პასუხისმგებლობის დონეები:

ü      ჯანდაცვის სამინისტრო – სტრატეგიული დაგეგმვა და პროგრამების შედგენა;

ü      ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი – ტაქტიკური დაგეგმვა და პროგრამების მართვა;

ü      სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ამ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი – პროგრამების განხორციელება.

v     სხვა სექტორების მონაწილეობა და პასუხისმგებლობა:

ü      საქართველოს პარლამენტმა ბიუჯეტის მიღებისას უნდა დაამტკიცოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების უზრუნველყოფის პროგრამები მათი განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში. გარდა ამისა, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონები თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმის გავრცელებისათვის არახელსაყრელი გარემოს შესაქმნელად (მაგ., რეკლამის აკრძალვა, არასრულწლოვანთათვის თამბაქოსა და ალკოჰოლური პროდუქტების მიყიდვის აკრძალვა, მიზნობრივი დაბეგვრა და სხვა);

ü      ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ პროგრამების უთუო დროული დაფინანსება სრული მოცულობით;

ü      შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებმა უნდა უზრუნველყონ ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემოტანისა და გავრცელების მაქსიმალური აღმოფხვრა და წამალზე დამოკიდებულთა გამოვლენისა და მკურნალობის საქმეში ჯანდაცვის სტრუქტურებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა;

ü      სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად უნდა უზრუნველყოს თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებისათვის თავის დანებების მსურველ პირთა სოციალური დახმარებისა და სოციალური ადაპტაციის ღონისძიებანი;

ü      განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ფიზიკური აღზრდის აუცილებელი სწავლების მოცულობის გაზრდა სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ü      სპორტის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ფართო მასების მონაწილეობა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში;

ü      ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ თავიანთ ტერიტორიებზე მარტივი და საშუალო დონის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების შექმნა და ფუნქციონირება;

v